„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში მიმართავს.
მისი თქმით, გიგი უგულავას პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება:
„გიგი ძვირფასო, მერე იტყვი თავს მესხმიანო, არადა მაინც არ ისვენებ. ის ცხრა წელი თუ რამე იყო შეცდომა წინა ხელისუფლების მათ შორის „შენი საოჯახო ქმედებები,” მთელს თბილისს რომ ყელში ამოუყვანე მაგრამ - არავის უკადრებია წამოყვედრება. შენ „დიად პოლიტიკოსს” მესამე ადგილისთვის მოგიწევს ბრძოლა და შენი პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება - ვიცი, რომ კარგად გესმის და ღელავ, მაგრამ ისარი გაასწორე, სამიზნე გეშლება. პოლიტიკურად თორემ ადამიანურად ჯართი რომ იძახე, მაშინ დამთავრდი“, - წერს ანა წითლიძე.