logo_geo
eng_logo
ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივები გამოჩნდა
- +

12 სექტემბერი. 2020. 01:11

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

 

მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივები გამოჩნდა. კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინა შემუშავების ფინალურ სტადიაზეა. ვაქცინის დოზების წარმოება ხდება იმის იმედით, რომ საბოლოოდ დამტკიცდება. არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კოორდინაცია უზრუნველყოფს ვაქცინის განაწილებას მათთვის, ვისაც იგი ყველაზე მეტად სჭირდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner