ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 30 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 59 კოვიდ-ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 640 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 170 გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.