logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი დახვეწილი დოკუმენტია
- +

12 სექტემბერი. 2020. 21:20

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსს და საპარლამენტო არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩაატარონ.

 

 

 

ისევე, როგორც სხვა პარტიები, ჩვენც ჩართული ვიყავით პოლიტიკოსების ქცევის კოდექსში, რაც დღეს ცესკომ გამოაქვეყნა. ეს არის უკვე დახვეწილი დოკუმენტი. რამდენიმე შენიშვნა ჩვენც გვქონდა და მათი ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გავაკეთეთ, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უარს აცხადებდა ქცევის კოდექსის ხელმოწერაზე. ვფიქრობ, რომ მათ უკვე კეთილი უნდა ინებონ და ხელი მოაწერონ კოდექსს, ჩვენ ისედაც მოწოდებულები ვართ, რომ არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, არანაირი სპეკულაციის სივრცე არ უნდა იქნეს დატოვებული. შესაბამისად, როდესაც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ ოპოზიციური პარტიები, ბუნებრივია, ჩვენც შევუერთდებით ამ ხელმოწერებს და სადაც წერია ყველა ქცევის წესი, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრეტენზია არა გვაქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველა მოქალაქეს არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არანაირი სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს. ჩავატაროთ ყველა წესის დაცვით და ამ წესების აღსრულებაში მოყვანა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას გამოადგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner