logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 1%-ზე ოდნავ მაღალია
- +

12 სექტემბერი. 2020. 23:06

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოში ახალ კორონავირუსზე გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობაზე ისაუბრა.

 

ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის ქვეყნები, სადაც მიიჩნევენ, რომ თუ გატესტილი რაოდენობიდან, 3%-უვლინდება ვირუსი, ეს კარგი მაჩვენებელია და მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ სოციალურ ცხოვრებას. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ 1%-ზე ქვემოთ ვიყავით, ახლა ვართ ოდნავ ზემოთ: მაგალითად, თუ, დღის განმავლობაში, 9 000 ადამიანი იტესტება, მათგან დადებითობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არის 90 ადამიანი. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაჩვენებელი, ოდნავ მაღალი გვაქვს. ჯერჯერობით, ესაა ის მაჩვენებელი, რასაც ბევრი ქვეყანა ისურვებდა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღლა ადის, მიიჩნევენ, რომ ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ამას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner