logo_geo
eng_logo
ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შოკირებულია
- +

13 სექტემბერი. 2020. 00:33

 

 

27 წლის ირანელი, ჭიდაობაში ეროვნული ჩემპიონი, ნავიდ აფკარი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოჭიდავე შირაზში ჩამოახრჩეს. მის ძმებს კი, ვაჰიდსა და ჰაბიბს თავისუფლების 54 და 27 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ამ ფაქტს ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა და საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მომხდარით შოკირებულია. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს წერილით მიმართა, სადაც აფკარის შეწყალებას თხოვდა. მწუხარება გამოთქვეს, რომ კომიტეტის, მსოფლიო სპორტსმენების გაერთიანებისა და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო და აფკარი მაინც მოკლეს. მათივე თქმით, მათი ფიქრები ახლა მოკლული მოჭიდავის ოჯახთანაა.

 

ნავიდ აფკარს 2018 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დრო დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სიკვდილამდე მოჭიდავემ განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი აღიარება წამების შედეგად მოიპოვეს. ირანის მთავრობამ ეს ბრალდება უარყო.

 

სპორტსმენთა გაერთიანება, რომელიც 85 000 კაცს ითვლის, ირანს მოუწოდებდა, რომ აფკარი სიკვდილით არ დაესაჯა. ირანმა არავის თხოვნა და მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner