logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მასწავლებლებს, პოლიციელებს, ექიმებს ყოველთვის გვერდით დავუდგებით
- +

18 სექტემბერი. 2020. 22:41

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მასწავლებლები, პოლიციელები, ექიმები, ეს ის საბაზისო ინფრასტრუქტურაა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება, ემსახურება თავის მოქალაქეებს. "ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველთვის გვერდით ვედექით და დავუდგებით. ეს გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც", - ამბობს გახარია.

 

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს შეზღუდული რესურსები და თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული უნდა იყოს ერთი მიზნით - საქართველოს საბოლოოდ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო.  

 

 

"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, რომ შეგვეძლოს ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვინდა. როდესაც გაქვს უაღრესად მძიმე არჩევანი, სოციალურად დაეხმარო შენს მოქალაქეს პანდემიის დროს, თუ ააშენო გზა, ან დაეხმარო გლეხს, გახდეს ფერმერი, ან - მევენახეს, მოიყვანოს ყურძენი და ა.შ, რა თქმა უნდა ეს არის რთული არჩევანი და ეს ის არჩევანია, რომელსაც ყველანი ერთად ვაკეთებთ. ჩვენ საბოლოოდ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ვუპასუხებთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ამ მიზანს, მივაკაკუნებთ და შევაბიჯებთ იმ დიდ ევროპულ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ისტორიულად. არა ცალკეული პარტიის ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, სამართლიან ბრძოლაშიც და მინდა, თითოეულ თქვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქუთაისელს, გამარჯვება გისურვოთ, გამარჯვება არა თითოეული ჩვენგანის, არამედ ქვეყნის გამო. გამარჯვებას გისურვებთ!“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner