მოდით, მივცეთ დიპლომატიას შანსი, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლებას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კეთილი ნების შემთხვევაში, თურქეთის ხელისუფლება ბერძენ კოლეგებთან შეხვედრისთვის მზად არის, იქნება ეს მესამე ქვეყანაში თუ ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
ერდოღანის თქმით, სეისმური კვლევის ხომალდი „ორუჯ რეისი“ ტექნიკური გამართვის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მისიას დაუბრუნდება და პორტში ხომალდის დაბრუნება არ ნიშნავს, რომ კვლევა შეჩერდა.
საბერძნეთს და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ენერგორესურსები ძებნა დაიწყო. ანკარაში ამბობენ, რომ თურქეთს რეგიონში თავის უფლებები აქვს.