logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის ხელისუფლებას: მივცეთ დიპლომატიას შანსი
- +

18 სექტემბერი. 2020. 23:06

 

 

 

მოდით, მივცეთ დიპლომატიას შანსი, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლებას.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კეთილი ნების შემთხვევაში, თურქეთის ხელისუფლება ბერძენ კოლეგებთან შეხვედრისთვის მზად არის, იქნება ეს მესამე ქვეყანაში თუ ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

 

ერდოღანის თქმით, სეისმური კვლევის ხომალდი „ორუჯ რეისი“ ტექნიკური გამართვის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მისიას დაუბრუნდება და პორტში ხომალდის დაბრუნება არ ნიშნავს, რომ კვლევა შეჩერდა.

 

საბერძნეთს და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ენერგორესურსები ძებნა დაიწყო. ანკარაში ამბობენ, რომ თურქეთს რეგიონში თავის უფლებები აქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner