logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია "პირველი" სიყალბისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს
- +

19 სექტემბერი. 2020. 20:30

 

 

 

კომპანია PHARMIN -ი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელების შეფასებით, ტელეკომპანიის ეთერით გასული ინფორმაცია, სადაც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ კომპანიასთან, ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
მათივე თქმით, კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი თემურ უგულავაა.

 

"გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-
ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია, მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება", - ვკითხულობთ PHARMIN-ის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner