logo_geo
eng_logo
კახი კახიშვილი: მომხრე ვარ ისეთი საარჩევნო სისტემის, სადაც პირდაპირი კომუნიკაციაა ხალხთან
- +

19 სექტემბერი. 2020. 22:18

 

 

მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს ხალხთან“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

კახიშვილმა საარჩენო კოდექსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კოდექსს თავისი გამოწვევა აქვს.

 

იდეალური საარჩევნო კოდექსი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.  ყველა კოდექსს თავის ქვეყანაში აქვს რაღაც ტიპის გამოწვევა. როდესაც რეგულაციას იღებ, ჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, როგორ აუაროს გვერდი ამ რეგულაციას. ამიტომ ეს არის მუდმივი განახლების პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართულების კუთხით გვაქვს ბევრი სამუშაო. მაჟორიტარი არის ადამიანი, რომელიც დღეს არის იმისთვის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებსა და ხალხს შორის.  ეს არის ერთადერთი ადამიანი საპარლამენტო ხელისუფლებიდან, რომელსაც უშუალო კომუნიკაცია აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანთა ჯგუფთან და მოსახლეობასთან. მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს ხალხთან“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner