მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Mყანმარ თიმეს წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია.
ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.
ბავშვის წონა 2,5 კილოგრამია. ჩვილს ერთი სხეული აქვს და აბსოლუტურად ჯანმრთელია. ის 17 სექტემბერს სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.