საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის.
პრეზიდენტის განცხადებით, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.
„ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.