logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მხოლოდ არჩევნებისთვის
- +

27 ივნისი. 2016. 18:01


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ანა დოლიძის და ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში დანიშვნა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდის შექმნას არ უკავშირდება.


კითხვაზე, ვანო მაჭავარიანის და ამჯერად ანა დოლიძის დანიშვნით, გაჩნდა მოსაზრება, რომ გიორგი მარგველაშვილი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდს აყალიბებს და ეთანხმება თუ არა ამ მოსაზრებას, მარგველაშვილმა განმარტა, რომ ეს პროცესი მის ამჟამინდელ მანდატთანაა კავშირში.


ის, რომ ჩვენთან მუშაობენ განსაკუთრებული კვალიფიკაციის ადამიანები, ეს ეხება ქალაბატონ ანას, ბატონ ვანოს და სხვა ადამიანებს, ასევე პროფესიონალებს თავის სფეროში, ეს პროცესი კავშირშია ჩემს მიმდინარე მანდატთან. პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკოსები ცხოვრობენ იმისთვის, რომ ის ვალდებულებები და მანდატი, რომელიც მათ გააჩნიათ, განახორციელონ მაღალი კვალიფიკაციით.

 

ასეთები არიან ბატონი ვანოც, ქალბატონი ანაც და ასეთები არიან ბევრი სხვა, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. კვალიფიკაციის და პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ მართლაც შთამბეჭდავი თანამოაზრეები გვყავს, როგორც ადმინისტრაციაში, ასევე უშიშროების საბჭოში", - განაცხადა მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner