საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განიხილავს.
გიორგი მარგველაშვილმა ამით უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს დეპუტატების განცხადების შემდეგ პრეზიდენტი შეხვდა სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს და მოისმინა მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ მდგომარეობა, ამის შემდეგ თუ დაინტერესდა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის საქმით, რადგან ევროპარლამენტარების წერილში იყო კონკრეტული მოწოდებები, გამოეყენებინა პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში არაერთი განცხადება გაკეთდა და პოზიცია არ შეცვლილა.
„ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან. პასუხი არის ძალიან ნათელი - ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.