logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ეროვნული ხელისუფლების დამხობაში იარაღით მონაწილე მკვლელი იყო!
- +

29 სექტემბერი. 2020. 02:39

 

 

იყო დრო, არჩევნების მოახლოებას ხალხი იმით ხვდებოდა, რომ ქართული ეკლესიის დაუძინებელი მტერი, რესპუბლიკელთა სოროსელი ალქაჯი თინა ხიდაშელი ტელეკამერების წინ ყელზე ჯვარჩამოცმული იწყებდა ყელყელაობას. ახლა კი ეს ესტაფეტა გიგა ბოკერიამ იტვირთა და არჩევნების მოახლოება იმით გვამცნო, რომ ხალხს შინდისფერი ეროვნული დროშის ფონზე წაეკეკლუცა!

 

ის, რომ გიგა ბოკერიამ თავის ცხოვრებაში პირველად დაიწყო პოზიორობა შინდისფერი დროშის ფონზე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „ასავალ-დასავალის“ დამსახურებაა, რომლის 7-13 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ბოკერიას მიწაში ჩამდები წერილი სახელწოდებით – „ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო“ გიგა ბოკერიამ ზვიად გამსახურდიას თქვენ თვალწინ ნაცისტი უწოდა!“

 

ეს წერილი, თავის მხრივ, გამოძახილი იყო იმ სიტყვებისა, რაც სამეგრელოში სააგიტაციოდ ჩასულმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ დააბრეხვა: „მე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი ვიყავი, დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ...“

 

ზემოხსენებულ წერილში ჩვენ პირდაპირ ვკითხეთ ზვიადის „ჰიტლერობაზე“ მოსაუბრე ბოკერიას, იმას რატომ არ იხსენებდა, რომ თბილისის ომისას, უბრალოდ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი კი არა, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში იარაღით მონაწილე მკვლელი იყო!

 

გიგა ბოკერიას არც იმის შეხსენებას დავზარდით, შეიარაღებულ კაციჭამია მხედრიონელებთან ერთად როგორ მონაწილეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მისგანვე დასმენილი თანაკურსელი „ზვიადისტი“ სტუდენტების რბევასა და გვემაში!

 

ჰოდა, ბოკერიამ ეს წერილი წაიკითხა, თანაც, უბრალოდ კი არ წაიკითხა, როგორც იტყვიან, კარგად და გამოთქმით დაიზეპირა თავისი ციტატებითურთ და სამეგრელოდან წინასაარჩევნო ტელეჩართვისას შინდისფერი ეროვნული დროშის ფონზე გამოიჯგიმა!

 

დიაც, პირველად თავის აქოთებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოკერიამ ეროვნული დროშა გამოაჩინა!

 

ღმერთმა დაგვიფაროს, ის გვიხაროდეს – აი, ხედავთ, „ასავალ-დასავალს“ თვით ბოკერია კითხულობსო! „ასავალ-დასავალს“ იმდენი გულანთებული პატრიოტი ქართველი კითხულობს, ეს სოროსის ნაბუშარი სუფრასთან რა მოსატანია!

 

ჩვენ, უბრალოდ, იმას აღვნიშნავთ, რომ ბოკერიას „ასავალ-დასავალის“ შეფუცხუნების შემდეგ ისე აეწვა, რომ სასწრაფოდ შინდისფერი დროშის ფონზე დაიწყო პოზირება – აი, ხედავთ, როგორი ეროვნული ვარო!

 

მაგრამ, ბოდიში და, ვინ ჭამს ამას ზვიად გამსახურდიას ჰიტლერად გამომცხადებელო?

 

უბრალოდ, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, შიშმა გააკეთებინა ეს მაგას – სამეგრელოში ჯერაც ძალუმად მფეთქავი ეროვნული მუხტის, გნებავთ, მუშტის შიშმა!

 

ასეა ეს!

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner