სამგორში სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სამხედრო ვერტმფრენი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რასაც მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.