„ყველა პირი, ვისაც შემხებლობა აქვს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაძიებელ ფაქტთან და ვისზეც გამოძიება მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, აუცილებლად დაიკითხება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას- გამოკითხულები არიან თუ არა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„გამოძიება იმდენად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოწმეთა რაოდენობაც იზრდება.
რაც შეეხება სხვადასხვა მედიით და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაჟღერებულ განცხადებებს, გამოძიების მიზანი არის, დაადგინოს, რა მოხდა რეალურად. არცერთი თანამდებობა, პოლიტიკური შეხედულებები თუ სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულებები არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.
რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, დაცვის მხარემ უკვე დაიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ ვიდრე, დაცვის მხარე სიღრმისეულად არ გაეცნობა და საკუთარ კონტრარგუმენტებს არ წარმოადგენს საზოგადოებაში, სწორად არ მიგვაჩნია დეტალურად ვისაუბროთ სხვდასხვა პირთა ჩვენებზე“ , - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.