logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი კირიონი: როდესაც ჩვენ მასალებისა და რუკის მოძიება დავიწყეთ, ყველა არქივიდან ნომენკლატურა გამქრალი იყო
- +

9 ოქტომბერი. 2020. 01:26

 

 

შეუძლებელი იყო ეს რუკა სადღაც არ გვეპოვა. რუკა რომ არსებობდა, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა სასაზღვრო პოლიციის ძველი თანამშრომლებისგან“, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა. მან გაიხსენა რუკის ძიების ისტორია გაიხსენა, რომლითაც უნდა გარკვეულიყო მონასტრის ტერიტორიის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი.

 

მისი თქმით, თხოვნით მივიდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან, რომ რუკის პოვნაში დახმარებოდა.

 

ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველი განვახორციელეთ სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც ჩვენ მას რუკაზე საუბარი დაუწყეთ, ვეძებთ, გვჭირდება და ხომ არ იცით, სად არის, მან გაიოცა და ძალიან დაიბნა. თქვა, რომ მე არაფერი არ ვიცი. მე ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს წარმართავდა და ივერის ჰკითხეთო. ამიტომ, ეს რუკა რომ იარსებებდა, ამას ორი აზრი არ უნდა. მაშინ საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრი იყო. ყველანაირი მასალები ჩვენთან ინახებოდა და ჩვენგან წაიღო მერე სომხეთმა და აზერბაიჯანმა, როგორ შეიძლება, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა, მაგრამ როდესაც ჩვენ მასალებისა და რუკის მოძიება დავიწყეთ, ყველა არქივიდან ნომენკლატურა გამქრალი იყო და ვერ ვპოულობდით. ასე, რომ მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოში არ რუკის არ არსებობა და კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი.

 

მაშინ ირაკლის მიერ მოხდა ამ მასალების გადახედვა და დაკავშირება კარტოგრაფიულ განყოფილებასთან. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძიებინა რუკები და იურიდიული მასალები. როდესაც ჩვენ დავრწმუნდით ჩვენი პოზიციის სიმართლეში, იყო კამათი და მსჯელობა. დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია უტყუარი იყო, შემდგომ მივედით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც მაშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და მასალები წარვუდგინეთ. მან გასცა განკარგულება ამ საქმის სრული მოკვლევის, რომელიც ფართომასშტაბით განხორციელდა და ის მასალები, რაც დღეს გვაქვს, ფაქტობრივად, მაშინ არის მოძიებული“, - აღნიშნა მამა კირიონმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner