logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: რა არის სკანდალი? დირექტორი რომ გასწავლის, რა არის სარედაქციო პოლიტიკა ეგ? აგონიაში ხართ!
- +

9 ოქტომბერი. 2020. 02:17

 

 

მელაძე და გვარამია _ კრიმინალი, გაქცეული, სამშობლოს მოღალატე მიშას გარეშე საჭმელს არ ჭამენ და კომპანიის დირექტორმა თავის ჟურნალისტს თუ უთხრა, რომ მათი მტერი არის გვარამია და ენმ, ეს აქ სკანდალია?“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში.

 

მენეჯერი ესაუბრება თავის თანამშრომელს და უხსნის რა არის მისი სარედაქციო პოლიტიკა.

 

ჩვეულებრივი ხელმძღვანელის (მენეჯერის) თათბირია. ასეთი გაკვეთილი უამრავია იუთუბზე და შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ აქ ორი რამ არის საინტერესო:

 

  1. ნაცების წინააღმდეგ რომ უნდა იყოს იმედი, რაიმე გიკვირთ?

 

და მეორე, აი ის გოგონა, ვინც ეგ საუბარი ჩაწერა, ამით რა ქნა? მართლა ვერ მივხვდი.

 

თუ არ მოგწონს სამსახური, სულ კარგად იყავი, მაგრამ საუბარს რომ იწერ და გვარამიას აწვდი, რა დაბალი დონე ხარ? თან სკანდალიო

 

რა არის სკანდალი? დირექტორი რომ გასწავლის რა არის სარედაქციო პოლიტიკა ეგ? აგონიაში ხართ!!!

 

ხომ მართლა, გამოდით ტელევიზიის დირექტორებო და თქვით, რომელი ერთი არ ხსნით თქვენი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას? მელაძე და გვარამია _ კრიმინალი, გაქცეული, სამშობლოს მოღალატე მიშას გარეშე საჭმელს არ ჭამენ და კომპანიის დირექტორმა თავის ჟურნალისტს თუ უთხრა, რომ მათი მტერი არის გვარამია და ენმ, ეს აქ სკანდალია?

 

ვერ გადაფარავთ დავით გარეჯის თემას, ვერაფრით, არ გამოგივათ. სულ ტყუილად იტყლარწებით!!- განაცხადა ირაკლი ლატარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner