logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: თქვენ ის ხალხი ხართ, ასაკობრივი ნიშნით პროფესიონალები სამსახურებიდან, მათ შორის, უნივერსიტეტებიდან რომ გაყარეთ
- +

9 ოქტომბერი. 2020. 02:43

 

 

„62 წლის ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ, ასაკოვანია, მოხუცია და ემანდ არაფერი მოუვიდესო, 69 წლის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე რომ დააპატიმრა მანიაკმა სააკაშვილმა, მაშინ რატომ არ შეწუხდით მისი ასაკის გამო?!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

თქვენ ის ხალხი არ ხართ, 66 წლის სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდით 2018 წელს და დღესაც აგრძელებთ მის შეურაცხყოფას?!

 

უფრო მეტიც, იმ დროს ივერი მელაშვილზე მთელი 13 წლით უფროსი იყო ედუარდ შევარდნაძე და 2003 წელს რატომ არ გახსოვდათ მისი ასაკი, 75 წლის პრეზიდენტს რომ დასცინოდით და აგინებდით?!

 

ახლა გაგახსენდათ ასაკი?!

 

თქვენ ის ხალხი არ ხართ, ასაკობრივი ნიშნით მაღალი დონის პროფესიონალები სამსახურებიდან, მათ შორის, უნივერსიტეტებიდან რომ გაყარეთ და გოგო-ბიჭები დანიშნეთ უმაღლეს თანამდებობებზე?!

 

უზნეოები ხართ, ჩვეულებრივი უზნეოები“, - წერს მძინარაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner