logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

9 ოქტომბერი. 2020. 19:47

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თვალთვალი. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენები ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: sz-303-sz სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა. საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე".

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner