დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა.
„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მერყეობს 10-დან 20%-ის ფარგლებში. სექტემბრამდე ჩვენთან ეს მაჩვენებელი 10-12%-ის ფარგლებში იყო. საერთო ჯამში დაინფიცირებული იყო 140-მდე სამედიცინო პერსონალი, ამაში შედიან როგორც ექიმები და ექთნები, ასევე უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია, ბოლო თვე-ნახევარში ჩვენ დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული და საერთო ინფიცირებულებში 4,6%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარე ტრენინგებმა გარკვეული შედეგი გამოიღო“, - განაცხადა გამყრელიძემ.