logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბოლო თვე-ნახევარში ინფიცირებულებში სამედიცინო პერსონალის წილი 10-12%-დან 4,6%-მდე შემცირდა
- +

9 ოქტომბერი. 2020. 19:51

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტული  მაჩვენებელი შემცირდა.

 

მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მერყეობს 10-დან 20%-ის ფარგლებში. სექტემბრამდე ჩვენთან ეს მაჩვენებელი 10-12%-ის ფარგლებში იყო. საერთო ჯამში დაინფიცირებული იყო 140-მდე სამედიცინო პერსონალი, ამაში შედიან როგორც ექიმები და ექთნები, ასევე უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია, ბოლო თვე-ნახევარში ჩვენ დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული და საერთო  ინფიცირებულებში 4,6%-შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარე ტრენინგებმა გარკვეული შედეგი გამოიღო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner