სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც დილიდან ზომები გამკაცრდა, კორონავირუსის კიდევ ერთი- მესამე შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „იმედინიუსი“ წერს, პაციენტი ინფიცირებული ცოლ-ქმრის კონტაქტია. ის თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
საზღვრისპირა სოფელშ , სადაც 90- მდე ადამიანი ცხოვრობს, დილიდან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მკაცრად კონტროლდება შესასვლელ-გასასვლელი. იქვე განთავსდა სამედიცინო საველე კარავი , სადაც ყველა მოქალაქე თერმოსკრინინგს დილიდან გადის , საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივებს ეპიდემიოლოგები „პისიარ“ ტესტირებას უტარებენ.