„საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიების საქმეში არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნის დანაშაული მალე გამოჩნდება. "ნაციონალების" და მათი განშტოებების გაუგონარი ისტერიკაც სწორედ ამაზე მეტყველებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. აბაშიძე ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩილოსანს პატიმრობა ელის.
„ოფიციალურმა ბაქომ გამოხატა მზადყოფნა, კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმებით გამიხილოს ნებისმიერი საკითხი მეგობარ საქართველოსთან.
და ამ დროს ნაცსექტანტები არადეკვატური არგუმენტებითა და ბრალდებებით თავს ესხმიან როგორც ხელისუფლებას, ასევე ჩვენ წმინდა ფასეულობას - ეკლესიას.
"ნაციონალებს" გარდაუვალი ფიასკო ელით 31 ოქტომბერს, ხოლო ზოგიერთ ყოფილჩინოსანს, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი პატიმრობა. ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებზე ჩვენ საზოგადოებას არ აინტერესებს. მოღალატე ზის ციხეში.
პროკურატურა ვერ აეწყობა საარჩევნო ციკლებზე, როცა ახალი გარემოებები ჩნდება დანაშაულის ირგვლივ. მაგალითად, ისრაელში, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოქმედი პრემიერ ნეთაანიაჰუს მეუღლის სამართლებრივი დევნა დაიწყო იმის გამო, რომ სახლში პიცას იძახებდა ბიუჯეტის ფულით.
და რუსეთუმეობაზე უსაფუძვლო ბრალდებები სირცხვილია ჩეკისტი გრეგორი ვაშაძისა და МГИМО-ელი ელენე ხოშტარიასაგან“, - წერს აბაშიძე.