ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავობაში კორონავირუსზე 288 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. როგორც ჯანდაცვის დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, კოვიდინფექცია 99 პირს დაუდასტურდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2170-მდე გაიზარდა.