logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს
- +

9 ოქტომბერი. 2020. 21:57

 

ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ.  მისივე ინფორმაციით, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს.

 

„როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი ეს რთულია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner