ოპოზიციას არჩევნებში წაგების განცდა აქვს, შესაბამისად მას სჭირდება საკითხის პოლიტიზება და ეროვნულ გრძნობებზე თამაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-17 ნომერმა ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „კვირის პოსტი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ოპოზიცის მხრიდან ატეხილ აჯიოტაჟს.
‘’ეს დოკუმენტი, ნათლად ადასტურებს, რომ ის სადაო მონაკვეთი რომელიც გადის დავით გარეჯზე, იმ 1938 წლის რუკით არის საქართველოს მხარე. დოკუმნტი ამყარებს არგუმენტაციას, როდესაც საექსპერტო დნეზე გაგრძელდება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე, ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი წონადი არგუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული საარქივო დოკუმენტი. არ გამკვირვებია, რომ ასეთი ჟვილ-ხივილი ატყდა. ეროვნული გრძნობებით რუსულ კვალზე და ყარაბაღის კონფლიქტზე აპელირება, სრულიად ალოგიკურია. ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს’’, -განაცხადა სამხარაძემ.