რუსთავში, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა. გიორგი შეყილაძემ განაცხადა, კოვიდინფიცირებული მეორე კლასის მოსწავლეა.
მისივე ინფორმაციით, კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლე ირიცხება, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, სკოლა კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.