logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: პარალელი შეიძლება გავავლოთ სერგო ორჯონიკიძესა და “ნაც” ხელისუფლებას შორის
- +

10 ოქტომბერი. 2020. 02:58

 

 

„პარალელი შეიძლება გავავლოთ სერგო ორჯონიკიძესა და ნაცხელისუფლებას შორის“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა, „პოსტ ტვ“-ის ეთერში, დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

„პავლე ინგოროყვამ, როდესაც პროტესტი გამოთქვა, რომ სერგო ორჯონიკიძემ ზაქათალას ოკრუგი ულაპარაკოდ აჩუქა აზერბაიჯანს, მერე პავლე ინგოროყვამ გააპროტესტა, მან კი შეუთვალა - ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ საერთოდ თბილისთან გავუვლებ საზღვარსო.

 

რასაც სჩადიოდნენ ხალხთან მიმართებაში, ეს 160 დახვრეტილი ბიჭი ქუჩაში, ათი ათასობით ბიზნესი აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის... ახლა ტერიტორიებს შევხედოთ: რატომ გვიკვირს დავით გარეჯის გადაცემა? რა, იმ „ნაცმოძრაობამ“ არ აღადგინა, საერთაშორისო ლექსიკონიდან ამოღებული სახელი- სამხრეთ ოსეთი, შექმნა ადმინისტრაცია. კოდორს არ დაარქვეს ზემო აფხაზეთი? იქ ხალხი განაიარაღეს და ჯარი გამოიქცა იქიდან საერთოდ, დროშებიც კი დატოვეს ისე ჩააბარეს ყველაფერი. აი, ასე გადასცეს სისხლის ფასად ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთის რეგიონი გადასცეს ასე და ასევე გადასცეს დავით გარეჯი“, - განაცხადა ოთხმეზურმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner