ავარია ხულოში - სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი - მძიმედ დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.