ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
სკოლა სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
ვირუსი ოთხ მშობელს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.
როგორც სკოლის დირექტორმა სალომე სარალიძემ განაცხადა, პედაგოგის ინფიცირება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.
ქუთაისში კორონავირუსი ჯამში 15 სკოლაში დაფიქსირდა.