logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები თურქეთიდან რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ
- +

29 ივნისი. 2016. 12:08


პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.



ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს. ვგმობ ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში. ახლა ვმუშაობთ ავაიკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. ჩემს ხელთ არსებული ამ წუთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაშავებული არ გვყავს. ვიზიარებთ იმ მწუხარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



ვიცე-პრემიერის განცხადებით, უსაფრთხოება გამკაცრებული იყო თურქეთში, გამკაცრებულია საქართველოშიც.


მე რა მონაცემებიც მაქვს, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ გადალახული აეროპორტის შიდა ტერიტორია. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობა გამკაცრების ნაწილში, მოდით, დაველოდოთ მოვლენებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner