ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი, გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჯამში 285 ადამიანს ჩაუტარდა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 579 შემთხვევაა აღრიცხული, 1 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.