ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. ბავშვი რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ.