logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხიდაშელის ბრძანება ფართო კონსენსუსით უნდა იქნეს განხილული
- +

29 ივნისი. 2016. 13:01


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამხედრო შეიარაღებულ ძალებში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

 

 „სამხედრო შეიარაღებულ ძალებში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სუფევს. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მხოლოდ იმ განცხადებებით შემოიფარგლება, რომ თითქოს მინისტრმა ხიდაშელმა  მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გასაწვევ კვოტაზე თქვა უარი.  საქართველოს პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო და მინისტრ ხიდაშელის ბრძანება უნდა იქნეს შესწავლილი, გადახედილი და განხილული ფართო კონსენსუსით",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner