ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამხედრო შეიარაღებულ ძალებში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
„სამხედრო შეიარაღებულ ძალებში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სუფევს. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მხოლოდ იმ განცხადებებით შემოიფარგლება, რომ თითქოს მინისტრმა ხიდაშელმა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გასაწვევ კვოტაზე თქვა უარი. საქართველოს პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო და მინისტრ ხიდაშელის ბრძანება უნდა იქნეს შესწავლილი, გადახედილი და განხილული ფართო კონსენსუსით",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.