logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: სახელმწიფო ყურადღებით უნდა იყოს, როცა მეზობელ ქვეყანაში ტერორისტული აქტი ხდება
- +

ავტორი ანა ფერაძე

29 ივნისი. 2016. 13:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძე სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას კურტანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ თავიდან აირიდონ მსგავსი ფაქტები, რაც სტამბოლში მოხდა.



„ძალიან სამწუხაროა, რაც სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მოხდა. თურქ ხალხს მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია.

 

სახელმწიფო ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, მითუმეტეს, როცა მეზობელ ქვეყანაში ტერორისტული აქტი ხდება.

 

საქართველოში მაქსიმალურად გამკაცრებულია ზომები, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტრაგედია, რაც სტამბოლში მოხდა, ჩვენი სპეცსამსახურები ამაზე აქტიურად მუშაობენ", -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ლუკა კურტანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner