logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ერის კონსოლიდაცია ყველანაირ პოლიტიკურ ნიშნულზე ზევით უნდა დადგეს!
- +

18 ოქტომბერი. 2020. 20:43

 

 

მათთან ვინც ყველაფრის ფასად ცდილობს სიტუაციის არევას, არაფრად დაგიდევს ადამიანების ჯანმრთელობას და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უქცევია მთავარ მიზნად.

 

აქ ნაციონალებს ვგულისხმობ პირველ რიგში!“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში  წერს.

 

 

კოვიდ ვირუსული პანდემიის მეორე ტალღა, რომ მძიმე იქნება არაერთ ქვეყანაში მისი მზარდი გავრცელების სტატისტიკაც მოწმობს.

 

 

სამწუხაროდ, ეკონომიკასთან ამ ვირუსისი თანაცხოვრების მოდელი ნაკლებად ეფექტური ჩანს, სანამ ვაქცინაცია ან მისი მკურნალობის გაცილებით მაღალეფექტური მედიკამანტები არ შეიქმნება.

 

ვირუსი არ ცნობს ადამიანებს რაიმე ნიშნით, უკვე არაერთი შემთხვევაა ამ ვერაგი ვირუსით სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი თანამდებობის პირების დავირუსებისა. პრეზიდენტ ტრამპის მაგალითიც თვალსაჩინო უნდა იყოს.

 

ჩვენ გვჭირდება ამ ვირუსთან თანაცხოვრების სწავლაც, გაცილებით მაღალორგანიზებულობით და პასუხისმგებლობითაც, რასაც მხოლოდ ხელისუფლებას ვერ გადავაბარებთ!

 

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს კოვიდ ვირუსი დაუდასტურდა.

 

მიუხედავად ჩემი მისდამი მეტად კრიტიკული დამოკიდებულებისა და არანაკლებ მწვავე ოპონირებისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩემთვის ბევრ რამეში მიუღებელია, მალე გამოჯანმრთელება და ამ ქვეყნისათვის სიკეთის კეთება მინდა ვუსურვო...

 

დღეს ისეთი დროება დგას, როდესაც აყირავებულია აქამდე არსებული ყველა გეო პოლიტიკური და გეო ეკონომიკური კარტი, რისკებიც ერთი ათად გაზრდილია. ასეთ სიტუაციაში, ჩვენ ერთმანეთთან მეტი საერთო უნდა ვიპოვოთ, ვიდრე გასაყოფი, ერის კონსოლიდაცია ყველანაირ პოლიტიკურ ნიშნულზე ზევით უნდა დადგეს!

 

ბუნებრივია, ყველასთან ეს ვერ მოხერხდება, მათთან ვინც ყველაფრის ფასად ცდილობს სიტუაციის არევას, არაფრად დაგიდევს ადამიანების ჯანმრთელობას და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უქცევია მთავარ მიზნად. აქ ნაციონალებს ვგულისხმობ პირველ რიგში!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner