logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: უკვე გამოკვეთილია ვერსია, თუ რატომ შეიძლებოდა ემოქმედათ მელაშვილს და ილიჩოვას ქვეყნის ინტერესების საზიანოდ
- +

18 ოქტომბერი. 2020. 20:58

 

 

საექსპერტო კვლევაში, გარდა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებისა, ჩართული არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული პროფესორები, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ცნობილი სპეციალისტები, ექსპერტები, მოკლედ, თუ რამე სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი შექმნილა ამ დარგში, თითქმის ყველას ავტორია ჩართული“, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა  „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.

 

 

ამ ეტაპზე გვაქვს არაერთი დასკვნა და უტყუარად დგინდება, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას შეთანხმებული საზღვრის ხაზების გავლებისას გამოუყენებიათ 1970-1980-იან წლებში გამოშვებული ის რუკები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 3500 ჰა დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 

ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბის ამონახაზი, რომლითაც, ბრალდებულების განმარტებით, ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ვერ გამოდგება კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ გვაძლევს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები და სხვა) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს“, - განაცხადა პროკურორმა.

 

კითხვაზე -  თუ არის ცნობილი, რა იყო დანაშაულის მოტივი და ვის დაკვეთას ასრულებდნენ დაკავებულები, პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს და ასევე, უკვე გამოკვეთილია კონკრეტული ვერსია.

 

 

მინდა დაგიდასტუროთ, რომ უკვე გამოკვეთილია ვერსია, თუ რატომ შეიძლებოდა ემოქმედათ ბრალდებულებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

 

 გამოძიებამ მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს სავარაუდო მოტივზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მეტ ინფორმაციას ვერ გავამხელთ, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს პროცესს“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner