logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: კომისიის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩნდება
- +

18 ოქტომბერი. 2020. 21:38

 

 

გიდასტურებთ, რომ ისინიც აწერენ ხელს საქართველოს საზიანოდ შექმნილ შეთანხმების ოქმებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი კი გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩნდება, ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა, - ასე უპასუხა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა „კვირის პალიტრას“ კითხვაზე - რატომ არ დადგა კომისიის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი და არის თუ არა მათი ხელმოწერა 2006-2007 წლების შეთანხმებებზე.

 

ამასთან, პროკურორის თქმით, ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებული რუკის დედანი და დავით ხიდაშელის ჩამოტანილი დედანი იდენტურია.

 

 

„ეორი რუკა იდენტურია! მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ეს არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

 

 აღსანიშნავია, რომ კომისიის სხვა წევრებისთვის ხელმისაწვდომი იყო ამ რუკის მხოლოდ ასლი და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ილიჩოვასა და მელაშვილს გამოეყენებინათ ეს რუკა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ საბაბით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, მის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ.

 

 

ყველა კარტოგრაფიული მასალა, მათ შორის, რუკები და სხვა რელევანტური დოკუმენტაცია უნდა ყოფილიყო საზღვრის დამდგენი კომისიის სხვა დოკუმენტებთან ერთად, თუმცა 1938 წლის რუკის 1:200 000-იანი მასშტაბის დედანი ილიჩოვას ჰქონდა თავის კაბინეტში“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner