ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მერის განცხადებით, მასთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს აქტიურად იძიებენ.
„ჩემთან მყოფი პირები ჯერჯერობით კლინიკაში გადაყვანილები არ არიან, ისინი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით თვითიზოლირებულნი არიან.
ამ საღამოს, ტესტზე დადებითი პასუხი მომივიდა. თავს ნორმალურად ვგრძნობ და ტემპერატურაც არ მაქვს.
სხვა არანაირი სიმპტომი არ მაქვს. გუშინ დილით ადრე, სამსახურში არც ვიყავი წასული, როდესაც სიცხე აღმენიშნებოდა და თავს შეუძლოდ ვგრძნობდი.
იზოლირებული ვარ, პროტოკოლით როგორც გადაწყდება, იმ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ.
მაქსიმალურად დაცული დავდიოდი.
კონტაქტებს რაც შეეხება, ზუსტად არ ვიცი ეპიდემილოგები ამ დროისათვის რამდენთან მუშაობენ",- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.