logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 22:21

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს.

 

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მასშტაბით რეპუტაციის განმტკიცების გრძელი გზა გაიარა, როგორც სოციალურ-ეკონომიკურმა პარტნიორმა.

 

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბდა ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცებულია ჩვენი საერთო მიზნებითა და ინტერესებით, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე.

 

დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

 

ღრმა პატივისცემით გამოვხატავ თქვენ და აზერბაიჯანის ძმურ ხალხს მშვიდობას, წარმატებებს და კეთილდღეობას”, - ნათქვამია გახარიას მისალოც წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner