„ჩვენ გპირდებით, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება დაცული და ვიძლევით გარანტიას, რომ გარდაცვალების რიცხვი იყოს მინიმალური”, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის“ ეთერში, მეორე ტალღისთვის მთავრობის მზადყოფნაზე საუბრისას განაცხადა.
“3 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეუძლია კიდევ ერთი ამდენი საწოლის გამოთავისუფლება, ექიმების ნაკლებობა არ არის.
ჯერჯერობით, ჯანდაცვის სისტემა გაზრდილ დატვირთვებს წარმატებით უმკლავდება, უფრო წარმატებით, ვიდრე ევროპის ქვეყნები, სადაც ძალიან ბევრი პაციენტი რჩება ექიმის გარეშე, ბევრია ბინაზე გარდაცვალება.
ჩვენთან, თუ არ გავითვალისწინებთ 2-3 კვირიან შეფერხებას აჭარის რეგიონში, რომელიც გამსოწორებულია, ამჟამად სიტუაცია მართვადია.
ტესტის გაკეთების საშუალება აქვს ყველას. 48 საათში იშვიათი გამონაკლისი გარდა არის ტესტის პასუხები”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.