logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ მგონია, ანა დოლიძე გამოადგეს ქართულ პოლიტიკას
- +

19 ოქტომბერი. 2020. 02:26

 

 

„როცა იცი, რომ ყველგან სააკაშვილი იყო – სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში და ვიდექით კრიტიკულ ზღვარზე, აქ უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო საჭირო. ამის გაგება ანა დოლიძეს არ უნდა“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

„როცა იცი, რომ ყველგან სააკაშვილი იყო – სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში და ვიდექით კრიტიკულ ზღვარზე, აქ უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო საჭირო. ამის გაგება ანა დოლიძეს არ უნდა, პირიქით, ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. მე არ მგონია, ანა დოლიძე გამოადგეს ქართულ პოლიტიკას, მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც დღეს დიდუბე-ჩუღურეთშია. რაც შეეხება ფანრიან „ნოკიას“, ამას წინათ პერფორმანსი მოაწყვეს, პირბადეები მოიხსნეს და ყველამ აანთო ფანრიანი „ნოკია“, ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ჩვენს თაობას, ანუ სახელმწიფოსთვის საჭირო ადამიანებს. ახლა თავის ქება არ მინდა, კიდევ ბევრის თქმა შემიძლია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner