თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის განცხადებით, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„თურქეთის ხელისუფლებამ გადაამოწმა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან",- განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.
მისივე თქმით, გაურკვეველია, საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.