logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი გული სავსეა თანადგომით დაღუპულებისა და მათი ოჯახების მიმართ
- +

29 ივნისი. 2016. 15:36



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.



ძალიან მძიმე რამ მოხდა. გუშინ შეხვედრა მქონდა თურქეთის ელჩთან, ასე დაემთხვა. ჩემი გული სავსეა თანადგომით ამ ხალხის მიმართ, ვინც დაიღუპა და მათი ოჯახების მიმართ. ეს გახდა გლობალური პრობლემა. აბსოლუტურად ყველა - პატარა ერი, დიდი სახელმწიფო მოხელე, თუ უბრალო მოქალაქე, ერთად უნდა შევებრძოლოთ ამას, ცნობიერების და ქმედებების ნაწილშიც", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner