logo_geo
eng_logo
ცესკო: კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 22:32

 

 

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა.

 

როგორც  ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გასტანს.

 

მისივე ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფები სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ.

 

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ.

 

„საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ყველა ჯგუფის 31 ოქტომბრის არჩვევნებში მონაწილეობას საინატარულ- ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

 

ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღევანდელი დღის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი მათი დაკომპლექტების მიზნით.

 

სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

 

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრს 24-დან 26 ოქტომბრის საღამოს 10:00 საათის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner