logo_geo
eng_logo
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „გრუს“ ექვს ოფიცერს სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე ჰაკერული შეტევების გამო ბრალი წაუყენა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 00:23

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) ექვს ოფიცერს სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერული შეტევების განხორციელებასა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო  ბრალი წაუყენა.

 

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებენ,  ჰაკერები თავიანთ თანაშეთქმულებთან ერთად კომპიუტერებში უკანონოდ იჭრებოდნენ და ჩართულები იყვნენ თავდასხმებში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მხარდაჭერას, მოეხდინათ დესტაბილიზაცია უკრაინაში, საქართველოში, საფრანგეთში გამართულ არჩევნებში და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მას შემდეგ, რაც რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ თავიანთი ქვეყნის დროშის ქვეშ.

 

მათივე ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს „გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები გამოიყენეს.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებაში ასევე ნათქვამია, რომ, „გრუს“ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა განახორციელეს საქართველოს წამყვანი მედია-კომპანიის წინააღმდეგ, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის კომპრომეტირებას შეეცადნენ.

 

ჰაკერებს, იური ანდრიენკოს, სერგეი დეტისტოვს, პაველ ფროლოვს, არტემ ოჩიჩენკოსა და პეტრ პლისკინს ბრალად ედებათ შეთქმულება, კომპიუტერების დაჰაკვა, კომპიუტერული თაღლითობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი იდენტობის ქურდობა და დომეინის სახელის ყალბი რეგისტრაცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner